LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადეთ შეთანხმება, შეთანხმება უნდა დადოთ“ – დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

124
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ახლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეა დამოკიდებული.

Fox News-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ტრამპმა უპასუხა: „დადეთ შეთანხმება, შეთანხმება უნდა დადოთ“.

„ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით. ვგულისხმობ, ბევრ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმება, თუმცა, არის ერთი-ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი მიღწევა შესაძლებელია. ახლა ამის გაკეთება ნამდვილად პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული. ვიტყოდი, რომ ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ მცირედით, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიგეგმება.

„ვფიქრობ, ახლა პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის შეხვედრა დაინიშნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურთ, რომ ის შეხვედრას დაესწროს.

„ორივეს სურს, რომ მე იქ ვიყო და მე იქ ვიქნები“, – აღნიშნა ტრამპმა.

Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და ასევე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების პოტენციური გარანტიების უზრუნველყოფას შეეხებოდა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს იყო ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების პუნქტი.

„ვფიქრობ, ეს ის პუნქტებია, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ეს ის პუნქტებია, რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ბევრ რამეზე ვთანხმდებით. შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა თბილი იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ვლადიმერ პუტინს „ძლიერი და ძალიან მკაცრი“ ადამიანი უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო.

„ვფიქრობ, რომ დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g