„ბენიფერის“ შესახებ საუბრები არ წყდება. ამჯერად „დეილი მეილის“ ჟურნალისტი, ელისონ ბოშოფი აფლეკის ძველ სტატიას იხსენებს, რომელშიც ბენ აფლეკმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება თავისებურად ახსნა და განაცხადა, რომ დალევა ჯენიფერ გარნერის გამო დაიწყო.
„ალბათ ახლაც ასე იტყვის, – დალევა ჯეი ლოს გამო დავიწყე… მინდა გითხრათ, რომ საქმე ახლა გაცილებით რთულადაა. ბენმა უკიდურეს შავ ზღვარს მიაღწია. მათი განქორწინება გარდაუვალია“, – წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, მსახიობი, რომელიც ათეულობით წელი ებრძოდა ალკოჰოლ დამოკიდებულებას, კვლავ სასმელს მიეძალა. აღნიშნულ სიახლეს „დეილი მეილი“ ავრცელებს. ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან უთანხმოებისა და განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, კვლავ ექს- მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან გადაიღეს, ამჯერად ის მის მანქანაში იჯდა და სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ვარაუდი გამართლდა – სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ბენ აფლეკი კვლავ ალკოჰოლს მიეძალა
„დიდი შერიგება?“ – ბენ აფლეკი ექს-მეუღლესთან და დედასთან ერთად ბედნიერია