LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა” – რას წერს სოფო ბათილაშვილი

5444
BeFunky-collage - 2023-05-16T221300.656

სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დათო ფორჩხიძის ნოე სულაბერიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს ეხმაურება.

მომღერალი მის გარშემო განვითარებულ სკანდალზე წერს და პოსტში ნოე სულაბერიძესაც მიმართავს.

„ნოე სულაბერიძე გვარით რომ მომიხსენიებს, ალბათ ბოტანიკის მასწავლებელია ჩემი. ან ქეისი შევიდა ისტორიაში როგორც “ბათილაშვილის საქმე” და მოვლენებს ჩამოვრჩი.

დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა.

ერთი უნდა ითქვას, დათო ფორჩხიძეს ადამიანურად მოუკვდა გული ჩემზე და ეს საცოდავი ესაო, დამიცვა.
მართლა ეს საცოდავები-მეთქი, ვფიქრობდი, რო გავიგე რეები ტრიალებდა და მაინც ყველა ბოლომდე თავმომწონედ განაგრძობდა ჟიურის თუ არაჟიურის სკამებზე ჯდომას, სიმღერას და ცეკვა-თამაშს.

სულ სხვისი ბრალია, იმიტომ რომ სულ თავის მოტყუებაა.

თავის მოტყუებაში დიდი სიმშვიდეა და პატარა საჯდომი.

ხოდა, ჩემო ლამაზო სამშობლო, ძაან მიყვარხარ, მარა რავი.
ა და ხო, დათო ფორჩხიძე, თქვენი, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის”, – წერს სოფო ბათილაშვილი.

ცნობისთვის, გა­და­ცე­მა­ში ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ დათო ფორჩხი­ძეს სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით კი­თხვა და­უს­ვა.

ნოე: შე­ა­ფა­სე ბა­თი­ლაშ­ვილ­ზე რა მოხ­და?

ფორჩხიძემ უპასუხა: „სოფო ბათილაშვილის შემთხვევაში ცუდი რამ მოხდა. მე მინდოდა ეგ ბავშვი ამეყვანა და ბლოკის ღილაკის თემა იყო. სტეფანემ დააჭირა. ძალიან ძნელი იყო მაგ ბავშვის მხარდაჭერა, რადგან თითქოს იქ მყოფი დარბაზი, ახლობლები და ნათესავები ამადლიდნენ: შენ ხომ უკვე მოიგე, ჩვენც გვაცადე, გეყოფა. თითქოს მისი ბრალი იყო, რომ ოდესღაც რაღაც მოიგო და წარმატებას მიაღწია.

ვხვდებოდი, რომ ბავშვი იჩაგრებოდა. არ ვამბობ, რომ მე მას აუცილებლად გავიყვანდი, მაგრამ შეიძლებოდა. ძნელი იქნებოდა, რადგან აგრესია მოდიოდა. არ მინდა ეწყინოს ახლა, ამას რომ ვამბობ, უბრალოდ თანავუგრძნობ, რა დააშავა”, – საუბრობს დათო ფორჩხიძე.

შეგახსენებთ, რომ სოფო ბათილაშვილი „ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსში „ვოისში” იღებდა მონაწილეობას. სოფო ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იყო, რო­მე­ლიც ოთხი მენ­ტო­რი­დან სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის გუნდში მოხ­ვდა, თუმ­ცა 12 იან­ვარს, რო­დე­საც ეთერ­ში სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის და სტე­ფა­ნეს გუნ­დის წევ­რე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, სო­ფომ მა­ყუ­რებ­ლის­გან ხმა­თა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა ვერ მი­ი­ღო, მის­მა მენ­ტორ­მა კი გუნ­დი­დან სხვა წევ­რი, ლიკა სი­რა­ძე გა­და­არ­ჩი­ნა. იმ დღეს, სოფო ბა­თი­ლაშ­ვილ­მა პრო­ექ­ტი და­ტო­ვა.

ვიდეო: „სოფო ბათილაშვილის შემთხვევაში ცუდი რამ მოხდა. თითქოს ყველა ამადლიდა ამ ბავშვს: „ჩვენც გვაცადე, გეყოფა” – რას აცხადებს დათო ფორჩხიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g