დათო კენჭიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (15 სექტემბრის ნომერი) საუბრობს, რა არის ხელოვანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოსასმენი:
„ვინც პირადად მიცნობს, მათგან ცუდი ნაკლებად გამიგია, მაგრამ როცა საქმე შემოქმედებას ეხება, შეფასებები ფართო მასშტაბებისგან მოდის და გამიგია ისიც, რომ ძალიან დიდ სიგოიმესა და უხარისხო მუსიკას ვაკეთებ. ბევრი ცუდი გამიგია და დამერწმუნეთ, ხელოვანი ადამიანისთვის ეს უდიდესი დარტყმაა. ასეთი შეფასება ყველაზე მწარე ტკივილია, თუმცა რადგან ეს გზა ავირჩიე, უნდა მივეჩვიო იმ აზრს, რომ ყველა კარგს ვერ იტყვის, ასეთი რამ გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მათი აზრი მცდარი იყოს, ჩემზე ყველა სიტყვა მოქმედებს, რადგან ჩემი შემოქმედება არის ის, რაზეც მე ღამეებს ვათენებ და რაშიც მთელ გულსა და სულს ვდებ“.