LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიღალეთ ამ კაცის ტანჯვით“ – ოჯახური ცხოვრებით გადაღლილი ბენ აფლეკი ახალი სახლის ზღურბლზე

832
page

ბენ აფლეკის უხასიათობის შესახებ, ბოლო თვეების განმავლობაში მედია აქტიურად წერს. ტაბლოიდების აზრით, ბენისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწინება კრიზისულ პერიოდს გადის. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბენი დეპრესიაშია, ზოგიც აცხადებს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრილი აფლეკი ხშირ შემთხვევაში ძალიან მოწყენილია.

ამჯერად ოსკაროსანი მსახიობი ახალი სახლის ზღურბლთან იდგა და საოცრად გადაღლილი და მოწყენილი იერი ჰქონდა.

„ოჯახური ცხოვრებით გადაღლილი ბენ აფლეკი“, „წაიყვანთ ეს კაცი ფსიქოლოგთან“, „დავიღალეთ ამ კაცის ტანჯვით“, – წერენ კომენტარებში.

საქორწინო კონტრაქტი მზადაა? – „ბენიფერს“ სახეზე ყველაფერი ეტყობა – წყვილის უახლესი ფოტოები

ჯენიფერ ლოპესი განქორწინების თემებზე მომუშავე ადვოკატთან კონსულტაციებს მართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები