სულ ცოტა ხნის წინ დემი მური გოვარდ შტერნის შოუში იმყოფებოდა, სადაც ავტობიოგრაფიული წიგნის შესახებ ისაუბრა. მსახიობი ყვება, რომ იმ ადამიანს, ვინც ის 15 წლის ასაკში გააუპატიურა, მისივე ასაკის ქალიშვილები ჰყავდა.
„მან დედაჩემს 500 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ჩემთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა, რეალურად მე ეს ყველაფერი გაუპატიურებად არ ჩამითვლია, ის უბრალოდ უიღბლო სქესობრივი აქტი იყო.”
დემი მურმა ეშტონ კაჩერის შესახებაც ისაუბრა, მსახიობის თქმით, ქმარი მას გამუდმებით ღალატობდა, ბოლოს კი ჯგუფურ სექსზე იყოლიებდა.
შეგახსენებთ, მსახიობის წიგნი „Inside Out“ სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, მან უკვე „New York Times“-ის კვლევის მიხედვით, ბესტცელერებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. წიგნში მურის მთელი ცხოვრებაა აღწერილი.
https://www.instagram.com/p/B3K0lmNH9YS/?utm_source=ig_embed