LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი შალვა კეკელია: „პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან… უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან“

141
მამა შალვა

„აქციებში არანაირად არ ვერევი. მინდა, ყველამ ერთი რაღაც გაიაზროს, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს. ქრისტეს მსახურებაა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან“ – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან:

„აქციებში არანაირად არ ვერევი. მინდა, ყველამ ერთი რაღაც გაიაზროს, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს. ქრისტეს მსახურებაა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან. უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან. ამ ქვეყანას ვერავინ ვერ უშველის, საქართველოს მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, ეს ქვეყანა დედაღვთისმშობელმა და ღვთისმშობლის ერთგულებამ გადაარჩინა. არასდროს არცერთი ქვეყანა გვერდით არ დაგვდგომია. უნდა გაიგოს ყველამ, ღვთისმშობლის და მისი ერთგულების გარდა, ეს ქვეყანა ვერ გადარჩება ვერასოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ ქრისტიანისთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია:

„მიუღებელია ადამიანი, რომელიც უზრდელობს, ყველანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, ეკლესია ყველა მათგანს ემიჯნება. როგორ შეიძლება, ეკლესია რაიმე სახის ძალადობის მომხრე იყოს, ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აღნიშნა დეკანოზმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g