დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს.
სპეციალისტი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და დეტალურად ხსნის თუ რა უნდა ვიცოდეთ რეალურად დეოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების შესახებ.
„რჩევები ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ ჯანსაღი და მოვლილი კანი ზედმეტი ხარჯის გარეშე“ – დერმატოლოგ ვერიკო აბრალავას რჩევები
როგორ მოვუაროთ კანს შაბათ-კვირას მცირე ბიუჯეტით?
„დეოდორანტი, ანტიპერსპირანტი და ალუმინი — რა უნდა ვიცოდეთ რეალურად?
ხშირად გვესმის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები, ამიტომ დავალაგოთ ფაქტები
დეოდორანტი
• არ აჩერებს ოფლიანობას
• ამცირებს უსიამოვნო სუნს
• მოქმედებს ბაქტერიებზე, რომლებიც სუნს იწვევენ
ანტიპერსპირანტი
• ამცირებს ოფლის გამოყოფას
• დროებით ბლოკავს ოფლის ჯირკვლებს
• ხშირად შეიცავს ალუმინის მარილებს
ალუმინი საშიშია?
თანამედროვე კვლევების მიხედვით: არა
არ არსებობს დამტკიცებული კავშირი:
ძუძუს კიბოსთან
ალცჰაიმერის დაავადებასთან
კანიდან ალუმინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება და ორგანიზმი მას ბუნებრივად გამოყოფს.
სიფრთხილე საჭიროა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში:
• ძალიან მგრძნობიარე ან დაზიანებული კანი
• მძიმე თირკმლის დაავადება
თუ ძლიერ ოფლიანდები — ანტიპერსპირანტი ეფექტური არჩევანია
თუ მხოლოდ სუნის კონტროლი გინდა — დეოდორანტიც საკმარისია
თუ თავს უფრო მშვიდად გრძნობ ალუმინის გარეშე — ესეც სრულიად ნორმალურია
მთავარი დასკვნა:
არჩევანი უნდა იყოს ინფორმირებული, არა შიშზე დაფუძნებული“, – წერს აბრალავა სოციალურ ქსელში.
🔹 დეოდორანტი, ანტიპერსპირანტი და ალუმინი — რა უნდა ვიცოდეთ რეალურად? ხშირად გვესმის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები, ამიტომ…
Posted by Dermatologist Veriko Abralava/დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა on პარასკევი, 23 იანვარი, 2026
📌⬇ როგორ მოვუაროთ კანს მცირე ბიუჯეტით? ⭕💬 დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს ავრცელებს⤵ ამბავი ვრცლად კომენტარში⤵ #რჩევები #ჯანმრთელობა #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
