ნეაპოლში „მაქს მარას” საკრუიზო კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. ღონისძიება კაზერტას სამეფო სასახლეში გაიმართა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა იტალიური სულისკვეთება, რომელიც ჩვენების მთავარი თემა გახლდათ. პოდიუმის ნამდვილი ვარსკვლავი კი შეუდარებელი დევა კასელი იყო. მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილმა ჩვეული სინაზით წარადგინა ბრენდის ახალი სამოსი. მან ჯერ ვარდისფერი ჰაეროვანი კაბა, შემდეგ, კი შავი სადა ანსამბლი მოირგო.
ინტერნეტში გავრცელდა კადრები 20 წლის დევა კასელის კულისებიდან, სადაც ჩანს როგორ ემზადება მოდელი პოდიუმზე გასასვლელად.
„მზე ჩემს ცხოვრებაში“ – მონიკა ბელუჩი ულამაზესი ქალიშვილების ფოტოს გვიზიარებს
ფოტო/ვიდეო: უმშვენიერესი დევა კასელი შეყვარებულთან ერთად Dior-ის ჩვენებაზე
„შედევრია ეს გოგო“ – დევა კასელის უმშვენიერესი ფოტოები Tatler-თვის



