ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, მილიარდერი ნიკოლა პელტცი გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის აყვანას გეგმავენ. წყაროს ცნობით, წყვილმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ბექჰემების ოჯახურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, ბრუკლინსა და ნიკოლას არაერთხელ უსაუბრიათ შვილის აყვანის თემაზე. მათ სურთ დიდი ოჯახი, უნდათ ბევრი შვილი ჰყავდეთ, რომელთაგან მინიმუმ ერთი აყვანილი იქნება.
„ეს საკითხი ერთ-ერთია, რაზეც ნიკოლა და ბრუკლინი სრულ თანხმობაში არიან. ორივეს სურს ბევრი შვილი და სჯერათ, რომ მათი პრივილეგირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ გაჭირვებულ ბავშვს და მისცენ მას საუკეთესო ცხოვრება. ამ თემაზე მათ ბევრი უსაუბრიათ“, – განაცხადა წყარომ.
იგივე წყაროს ცნობით, ნიკოლა ამჟამად დაახლოებით დაახლოებით 41 კილოგრამს იწონის, მან ახალი კინოროლისთვის მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. ამ ეტაპზე ბიოლოგიური შვილის ყოლა მისთვის გამორიცხულია.
ყოველივე ეს მძიმე დარტყმა იქნება დევიდ და ვიქტორია ბექჰემებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ბებია-ბაბუობაზე ოცნებობენ.

