დევიდ ბექჰემმა 2025 წლის შეჯამება გააკეთა და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ კადრებში ყველა მოხვდა, გარდა მისი უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და მისი მეუღლის, ნიკოლა პელტცისა.
„ძალიან ბედნიერი ვარ და თავს იღბლიანად ვგრძნობ, რომ 2025 წელი ასეთი მქონდა, სავსე მომენტებით, რომლებიც არასდროს დამავიწყდება, ჩემი 50 წლის იუბილედან რაინდობის ტიტულამდე (ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ) და წლის დასასრულს, MLS-ის გამარჯვებით. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი საოცარი მეუღლის, ჩემი არაჩვეულებრივი შვილების, მეგობრებისა და იმ გუნდის, რომელთანაც ყოველდღე ვმუშაობ, თქვენ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.
როგორც სერ ალექს ფერგიუსონი იტყოდა: „შემდეგ ეტაპზე გადავდივართ“.
მადლობა დაუვიწყარი მოგონებებისთვის, 2025 წელი სამუდამოდ მემახსოვრება
ვიქტორია, მიყვარხარ შენ და ჩვენი შვილები“, – წერს დევიდი
„ჩემო სიყვარულო“ – ბექჰემების უახლესი ამბები „ინსტაგრამიდან“
ნიკოლა პელტცი დუმილს არღვევს – ბექჰემების ოჯახური სკანდალი პიკზეა