„დღეს, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ისრაელის ახალი გმირი – ისააკ ბუზუკაშვილი.. „ბაზუკა“, როგორც მას, სიყვარულით თანამებრძოლები ეძახდნენ,“ – ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ავრცელებს.
„7 ოქტომბერს, ტერორისტების მიერ ფესტივალზე მისული ახალგაზრდების უმოწყალოდ ამოწყვეტისას ჩაერთო ბრძოლაში..მებრძოლი ქალიშვილიც თან წაიყვანა ხალხის დასახმარებლად.
ისრაელში ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გადაუკეთებია და სიამაყით ატარებდა საქართველოში მიღებულ გვარს.
7 ოქტომბერს, მისი გადარჩენილი პოლიციელი, ახლა სოროკას ჰოსპიტალში მკურნალობს.
არაერთგზის მითქვამს და არ დავიღლები – ქართველი ებრაელები და მათი საშუალებით, მთელი ებრაელი ერი – ჩვენი სისხლი და ხორცია! ჩვენი ორგანიზმის ნაწილია! ჩვენი სული და გულია! დღეს ამ სისხლის და ხორცის ნაწილი მოგვწყდა! დღეს, ამ სულს და გულს უკიდურესად ტკივა! ლხინშიც და გაჭირვებაშიც თქვენთან ვართ ჩვენო ერთგულო ძმებო და დებო!
იცით, სოციალური ქსელის ჯგუფი, რომელშიც ისააკი იყო გაწევრიანებული რა დასახელებისაა?!.. „ისრაელელები, რომლებსაც უყვართ საქართველო“… წავიდა ჩვენგან საქართველოს მოყვარული კიდევ ერთი ვაჟკაცი.
დღეს, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ისრაელის ახალი გმირი – ისააკ ბუზუკაშვილი. “ბაზუკა”, როგორც მას, სიყვარულით…
Posted by Ambassador Lasha Zhvania on სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2023
საქართველოს სახელით მირთმეულ გვირგვინსაც, სწორედ შესაბამისი წარწერა დავურთეთ: „ისრაელის გმირს – მშობლიური საქართველოსგან“!
ბატონო დავით და ქალბატონო მარიამ, მთელი საქართველო იზიარებს თქვენს განუზომელ ტკივილს,“ – წერს ლაშა ჟვანია.
ისრაელიდან მორიგი ავიარეისით საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა
„დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი“ – ისრაელში საქართველოს ელჩი