LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეში 11 წუთი ვარჯიში ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს – ახალი კვლევა

157
230228082822-aerobic-activity

დღეში მხოლოდ 11 წუთის განმავლობაში ვარჯიშსაც კი შეუძლია საოცარი შედეგები მოგიტანოთ. როგორც უახლესი კვლევით დგინდება ფიზიკური აქტივობა (მცირე დოზითაც კი) კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს.

საინტერესოა, რომ ფიზიკურ აქტივობაში სპეციალისტები სირბილს, ცურვას, ველოსიპედს და უბრალოდ სიარულსაც მოიაზრებენ.

მნიშვნელოვანი კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და მასში 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ცდისპირებს სპეციალისტები მთელი 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

მოხალისეთა ნაწილი ვარჯიშს კვირაში 150 წუთს უთმობდა და როგორც გაირკვა მათ შემთხვევაში გარდაცვალების რისკი 31%-ით შემცირდა. ხოლო კიბოს გაჩენის ალბათობამ 12%-ით იკლო.

მეორე ჯგუფი ფიზიკურ აქტივობას ამ დროის ნახევარს, ანუ დღეში 11 წუთს უთმობდა. მათ შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი 23%-ით ნაკლები იყო, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობა 17%-ით, ხოლო კიბოსი – 7%-ით შემცირდა.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი იმ ადამიანებთან შედარებით ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები