LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მე მსხვერპლი არ ვარ“ – კრის როკი უილ სმიტთან დაპირისპირების შესახებ

228
Untitled.pngrererere

დაგვეთანხმებით, რომ „ოსკარების“ წლევანდელი დაჯილდოება ყველაზე დასამახსოვრებელი უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირებით გახდა. სმიტმა ვერ მოითმინა როკის უკბილო ხუმრობა მის მეუღლე და მას სახეში სილა გააწნა. კომიკოსი  მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როკი საკუთარ თავს მსხვერპლად არ მიიჩნევს და აპირებს ამის შესახებ თავის იუმორისტულ გამოსვლებში ხშირად ისაუბროს.

„ვინც ამბობს, სიტყვა მწარეაო, მას სახეში მუშტი არ მოხვედრია. მე მსხვერპლი არ ვარ. დიახ, ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა, ეგ დავივიწყე და მეორე დღეს სამსახურშიც წავედი. ქაღალდით მოყენებული ჭრილობისთვის საავადმყოფოში არ გავრბივარ“, – ამბობს როკი

ცნობისთვის, უილ სმიტმა სილის გაწვნის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ამ ინციდენტის გამო მისი ყველა მიმდინარე პროექტი შეჩერდა და ამ პრესტიჟულ  ღონისძიებაზე დასწრება მომდევნო ათი წლით აეკრძალა.

უილ სმიტის მონაწილეობით ყველა პროექტი შეჩერდა

პირველი მსახიობი ისტორიაში, რომელსაც შესაძლოა „ოსკარი“ ჩამოართვან – უახლესი დეტალები უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები