თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
„დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ.
ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს“, – წერია რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში, სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან იდენტიფიცირებულია 20, ცხრა დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.