სწორი კვება ეხმარება ზედმეტი წონის მოშორებას, ხოლო გახდომის პროცესს აჩქარებს ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები. ამის შესახებ დიეტოლოგებმა გამოცემა Eat This, Not That-თან ისაუბრეს.
დიეტოლოგმა ლიზა იანგმა მოცვი შესანიშნავ საშუალებად დაასახელა. ეს დაბალკალორიული კენკრა ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
გასახდომად ასევე რეკომენდებულია ორაგული, რომელიც მდიდარია ომეგა 3-ით.
კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტია – პომიდორი, რომელიც მდიდარია K ვიტამინით, კალციუმით და ფოლიუმის მჟავათი.
ლაურა ბურაკის თქმით, ცხარე საკვებს შეუძლია დროებით გაზარდოს მეტაბოლიზმის სისწრაფე, ამიტომ ურჩევენ წიწაკის დამატებას კერძებში.
ბურაკი ასევე მოუწოდებს რეგულარულად მიირთვან ავოკადო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რომელიც შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალებს.
გარდა სწორი კვებისა, წონის დაგდებას ეხმარება სირბილი, კალორიების დასაკლებად ასევე კარგია ველოგასეირნება.