დოლიძის ქუჩაზე, პარკირების საკითხზე დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, შელაპარაკება მამა-შვილს მეზობელთან მოუვიდა. სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა მამა-შვილს დანით დაზიანებები მიაყენა.
დაზარალებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.