ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა საშობაოდ ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნეს. საშობაო ქარდი თეთრ სახლშია გადაღებული და მეუღლეები ერთნაირ, შავი ფერის სამოსში პოზირებენ: „ბედნიერი შობა პრეზიდენტისგან და პირველი ლედისგან“, – წერია მისალოც ბარათზე, რომელიც ამერიკის მასშტაბით დაიგზავნება.
ფოტო 10 დეკემბერსაა გადაღებული და მეუღლეები შავ კოსტიუმებსა და თეთრ პერანგებში, თეთრი სახლის მისაღები ოთახის კიბეებზე პოზირებენ.