აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა დაეწყო, – ამასთან დაკავშირებული განცხადება ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.
„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა : „მინდა, ვიბრძოლო““, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის არმიას 30 000 ტანკი ჰყავს, ზელენსკის, პრაქტიკულად, არცერთი ჰქონდა.
„მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი“ – დონალდ ტრამპი
„მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი“ – დონალდ ტრამპი
„შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აღჭურვილობის გაგზავნა. მათ ჰქონდათ სიმამაცე, გამოეყენებინათ ეს აღჭურვილობა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის ომის, რომელიც უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების შემდეგ ათასობით უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
„პუტინსაც არ უნდა გაეკეთებინა ეს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და ეს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
მარკო რუბიო: „გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს“