LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ღიად დატოვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების საკითხი

61

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღიად დატოვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების საკითხი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.

საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, მიიღებს თუ არა აშშ რუსეთის პრეტენზიებს ყირიმის ტერიტორიაზე, რასაც დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ თუ რა მოხდება“.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 16 ივლისს ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

„მე მას ყველაფერზე ვესაუბრები. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაზე, სირიაზე, არჩევნებში ჩარევაზე“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ ყირიმის ანექსიის ცნობას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g