LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე შფოთვებზე, დერეალიზაციაზე, სიმპტომებსა და უძილობაზე“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

476
BeFunky-collage

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელიც წლები პანიკურ შეტევებს ებრძოდა, საკუთარი ბრძოლის გზებზე გულახდილად არაერთხელ უსაუბრია. ამასთან, ვინაიდან ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია, ტელეწამყვანი პიროვნულ განვითარებასთან ერთად, სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ტელეწამყვანი თებერვალში შფოთვითი აშლილობისა და სხვა მენტალური პრობლემების შესახებ, ფსიქოლოგთან ინტერვიუს აანონსებს.

„ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე შფოთვებზე, დერეალიზაციაზე, სიმპტომებსა და უძილობაზე.

თებერვალში გავაკეთებ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ლაივს „ინსტაგრამზე“ და გიპასუხებთ ყველას“, – აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები