LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი მეგ რაიანი დაბრუნდა – 62 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე

269
page

რამდენიმე თვის წინ, მეგ რაიანის დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩენამ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. „ფრანგული კოცნის“ ვარსკვლავის ცნობა შეუძლებელი იყო. როგორც ჩანს, რაიანმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.

თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, 62 წლის მეგი კვლავ უწინდელ ვიზუალს დაუბრუნდა. მან თავისი საკულტო ვარცხნილობა დაიბრუნა და კვლავინდებურად შეუდარებელია. ამას მოწმობს მისი უკანასკნელი ფოტოები. ვარსკვლავი ბარსელონაში, RNE Sant Jordi Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ამ დღეს მას შავი კაბა ამშვენებდა.

ცნობისთვის, მეგ რაიანი და 63 წლის დევიდ დუხოვნი ახალი მელოდრამისთვის გასულ წელს გაერთიანდნენ. „რა ხდება მოგვიანებით“, ასე ჰქვია ნოსტალგიურ ფილმს, რომელიც 2001 წლის შემდეგ რაიანისთვის პირველი მელოდრამაა. ფილმის პრემიერა 13 ნოემბერს შედგა და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.

წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, მეგ რაიანი ჩვეულ ვიზუალს უბრუნდება – 62 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები წითელი ხალიჩიდან

„დაბერების პროცესი არც თუ ისე საშიშია“ – 62 წლის მეგ რაიანი Glamour-ის გარეკანზე

პლასტიკური ოპერაციის საოცრებანი – წარუმატებელი ოპერაციების შემდეგ, 61 წლის მეგ რაიანი კვლავ თავის ბუნებრივ გარეგნობას დაუბრუნდა – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები