ედ შირანმა ,,ინსტაგრამზე” დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა.
,,შენზე ვფიქრობ” – ასე დაასათაურა პოსტი ინგლისელმა შემსრულებელმა, რომელზეც ბრუნო მარსი მონიშნა.
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე 28 წლის მომღერალს ხელში ნაჯახი უჭირავს. ამასთან, კადრში შირანი ,,ვერსაჩეს” პერანგით პოზირებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მარსი სხვადასხვა პერფორმანსსა და მუსიკალურ კლიპში იტალიური მოდის სახლის ლუქებით ჩნდება.
გაირკვა, რომ ბიჭებმა კრის სტეპლტონთან ერთად, პირველი ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს. Blow – ასე ჰქვია კოლაბორაციას, რომელიც ,,გრემის” ლაურეატი არტისტის მეოთხე სტუდიურ ალბომში – No. 6 Collaborations Project შედის, რომელიც დღის სინათლეს 12 ივლისს იხილავს.
სიურპრიზი თაყვანისმცემლებს - ედ შირანი ახალ ალბომს აანონსებს (ფოტო)
ედ შირანმა ყველასთვის მოულოდნელად ახალი მინი ალბომის გამოსვლის შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, დისკი მინი ფირფიტად დაანონსდა. ჯერჯერობით კვლავ უცნობია იმ სხვა არტისტების ვინაობა, ვისთანაც ედ შირანმა კრებულის ჩაწერისას ითანამშრომლა.