ახლახან ეკა მამალაძე იუბილარი იყო. ის ჟურნალ „სარკის” 10 აპრილის ნომერში აღნიშნავს, რომ თავს ჯანმრთელად გრძნობს:
„თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, ადამიანი ასაკს ვერ გრძნობ. მე ვერ აღვიქვამ, რომ 65 წლის გავხდი. უბრალოდ, ეს ციფრებია და მეტი არაფერი. ხანდახან შეიძლება ციფრებმა შემაშინოს, მაგრამ ასაკს ვერ ვგრძნობ. უფლის წყალობით, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და რაც მთავარია, გარეგნულადაც 65 წლის ქალს არ ვგავარ, რაც ძალიან მაბედნიერებს. ცხოვრებას პოზიტიურად ვუყურებ. როცა ადამიანი პოზიტივს ასხივებს, სამყაროც პოზიტივს გიბრუნებს…“