„ღმერთმა დალოცოს ჩვენი სპორტსმენები და ჩვენი ქვეყანა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი წერს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი, მამა შალვა კეკელია და სხვა სასულიერო პირები ჩანან.
როგორც ჩანს ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარს სტუმრობდა.
„ფეხბურთის, ეროვნული ნაკრების წევრი, ლუკა ლოჩოშვილი..
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სპორტსმენები და ჩვენი ქვეყანა” – წერია ფოტოს აღწერილობაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
ფეხბურთის, ეროვნული ნაკრების წევრი, ლუკა ლოჩოშვილი.. ❤️ ღმერთმა დალოცოს ჩვენი სპორტსმენები და ჩვენი ქვეყანა.. ❤️
Posted by თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი on ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2024