LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი პატარა სოფლელი გოგო, ტელეეკრანიდან შეყვარებული ვიყავი ორ ცნობილ ქალზე: ინგა გრიგოლია და ია ფარულავაზე” – რაზე წერს ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი

606
BeFunky-collage (10)

„ერთი პატარა სოფლელი გოგო, ტელეეკრანიდან შეყვარებული ვიყავი ორ ცნობილ ქალზე: ინგა გრიგოლია და ია ფარულავაზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც უკვე მრავალი წელია, აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს.

ემიგრანტი წერს, რომ ის საქართველოში სპეციალურად აქციისთვის ჩამოვიდა, აღდგომას კი ქაშვეთთან ია ფარულავასთან ერთად შეხვდა.

„ერთი პატარა სოფლელი გოგო, ტელეეკრანიდან შეყვარებული ვიყავი ორ ცნობილ ქალზე: ინგა გრიგოლია და ია ფარულავაზე.

ქალბატონ ინგას სტუდენტობის დროიდან ვიცნობ. მის გადაცემაში „რეაქცია“ დავდიოდი. ფეისბუქით ვმეგობრობთ და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ.

ქალბატონი ია კი შარშან, ჩემი წიგნის პრეზენტაციის დღეს გავიცანი.

გუშინ რომ ჩამოვფრინდი (სპეციალურად აქციისთვის) ყველა ჩემ ძველ თუ ახალ მეგობარს მივწერე, რომ თბილისში ვიყავი. ზოგი სოფელშია სააღდგომოდ, ზოგი საოჯახო ფუსფუსში იყო ჩაფლული. ია ფარულავა გამომეხმაურა და თავისთან სახლში მიმიწვია. ძალიან კარგი დრო გავატარეთ ერთად. აღდგომასაც ერთად შევხვდით ქაშვეთთან. რას წარმოიდგენდა ის პატარა სოფლელი გოგო, რომ ერთ დღეს მის კუმირებთან იმეგობრებდა, ცხოვრება ლამაზია.

ცხოვრებაზე აუცილებლად გავიმარჯვებთ და გამარჯვებულის სტატუსით ვივლით. ახლა იმ პატარა სოფლელ გოგოს არაფრის არ ეშინია. ყველაფერი მაგრად იქნება, სამშობლოც, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები