ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა : აშშ-მა, პირველად, ოთხ ქართველ მოსამართლეს კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა, – ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე, დავით არახამია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.
„ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა.
მინდა შეგახსენოთ, რომ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შეიძლება ველოდოთ სიახლეებს“, – წერს არახამია სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას