სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას საზოგადოების წევრები და ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან. მათ შორისაა იზა ომაძე, რომელიც პატრიარქთან დაკავშირებულ პირად სინანულსა და იმ იმედზე წერს, რომელსაც უწმინდესის ქადაგებები აძლევდა. იზა ომაძე აღნიშნავს, რომ მისი დიდი სურვილი პირადად შეხვედროდა პატრიარქს, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.
პოსტში იზა ომაძე იხსენებს პატრიარქის მიერ დატოვებულ „ფასდაუდებელ ფორმულას“ ცხოვრებისეული ჯვრის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს, შვილის, ნიკოს გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე შეინახა:
„ბოლო წლებში მთელი გულით მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი აზრი სულ მაინტერესებდა და და ვფიქრობდი ჩემს რამდენიმე კითხვაზე მხოლოდ მას შეეძლო ამომწურავი პასუხი გაეცა, სამწუხაროდ ღმერთმა არ ინება და ვერ შევხვდი პატრიარქს, რთულია შვილმოკლული დედის, მშობლის ნუგეში![]()
მისი ქადაგებიდან რამდენიმე ფრაზას ჩავეჭიდე და სულ ვიხსენებდი უსაშველო ტკივილისას…
ურთულეს პერიოდში, არაერთი სისტემის ცვლილებისას მოუწია ცხოვრება პატრიარქს,მაგრამ მან თავისი სიბრძნით, ღვთის მადლით შეძლო ბევრი რამ ![]()
მას მერე რაც ამ ქვეყანას მოევლინება ადამიანი, მის ცხოვრებაში რჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, თარიღი ამ ქვეყნიდან გამგზავრებისა-გარდაცვალება, როდესაც საგზლად ამდენი ადამიანის ცრემლი, გულის ტკივილი მიგყვება – ესაა უმთავრესი![]()
![]()
![]()
„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; -ო!!!
ეს ჯვარი ასე გამოისახება – სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.”
ასე გვასწავლე ![]()
მადლობა პატრიარქო![]()
![]()
![]()
მართლთა თანა განისვენოს სულმან თქვენმან![]()
![]()
![]()
ჩემი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!!!
ეს სტატუსი ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული!
2021 წლის 17 ოქტომბრი!
ჩემი ნიკო ერთი თვის შეერთებული იყო ზეციურ საქართველოს!!!
ფასდაუდებელი ფორმულაა![]()
![]()
“
