ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, ჟურნალთან „სარკე“ თავისი ცხოვრებიდან მძიმე ისტორიას იხსენებს.
ემიგრანტი ჰყვება, რომ ის დაბადებიდან მალევე კახეთში გააშვილეს, სინამდვილეში კი იმერეთში საჩხერეში დაიბადა, მისი არსებობის შესახებ კი ბიოლოგიურმა მამამ ახლახანს შეიტყო.
ვიდეო: „აი რომ მეუბნებით გამზრდელი დედა გამოაჩინეო ა, ბატონო…“ – ცისნამი საყვარლიშვილი დედის კადრებს გვიზიარებს
ქართველი ემიგრანტი საქართველოში იმყოფება და ხშირად უზიარებს თავის ემოციებს.
საყვარლიშვილი ამბობს, რომ ბიოლოგიური დედა წლების წინ გაიცნო, თუმცა დედამ ის არ მიიღო:
„დედას 2011 წელს შევხვდი პირველად და სულაც არ იყო ეს შეხვედრა კარგი, ეს ქალი მმალავდა და მჩქმალავდა. დასამალი ვარ მე ?! არ უნდოდა ვინმეს გაეგო, რომ მას შვილი ჰყავდა. ქმარი ჰყავს ქალიშვილიც, მე კი მისთვის სირცხვილი ვიყავი. არც მისმა ქალიშვილმა მოისურვა ჩემთან კონტაქტი…
…ჩემს ბიოლოგიურ მამას, ბიოლოგიური დედა ახლაც უყვარს. ნანას სახელი რომ ესმის მაშინვე ტირილს იწყებს. თავის სამივე შვილს სამედიცინოზე ჩააბარებინა, ნანასავით სამედიცინოზე ისწავლეთო“, – ამბობს სარკესთან საყვარლიშვილი.
ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალის „სარკე“ 15 იანვრის ნომერში.