LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთისკენ მიმავალ ტურისტებს ტარაკნების შემოტევის შესახებ აფრთხილებენ

83
0_chinche-de-cama-1

ტურისტები, რომლებიც დასვენებას ესპანეთის პოპულარულ კურორტებზე აპირებენ, ტარაკნებისა და ბუზების შემოტევის შესახებ გააფრთხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას Belfaslive ავრცელებს.

სპეციალისტთა ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების ფონზე მწერების პოპულაცია 500%-ითაა გაზრდილი. კერძოდ კი ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ალიკანტე, მალაგა, მალიორკა და ბენიდორმი.

გარემოს დაცვის ნაციონალური ასოციაციის ინფორმაციით, მწერების სიგრძე 5-დან 6 მილიმეტრამდეა და როგორც წესი, ისინი საწოლებში, სავარძლებში, ტანსაცმელსა და ჩემოდნებში იმალებიან.

ასე რომ, ვერც სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა და ხარისხი ვერ იმოქმედებს მწერების რაოდენობაზე და ისინი შესაძლოა ყველგან იყვნენ.

„ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში გადავაწყდით“, – დააზუსტა ასოციაციის პრეზიდენტმა ხორხე გალვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები