LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ ჩინეთიდან უფრო მეტი ავტომობილის იმპორტი დაიწყო, ვიდრე ჩინეთში ყიდის

132
ქირიას NEWS შაბლონი

ევროპა პირველად აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ჩინეთიდან ავტომობილებისა და კომპონენტების იმპორტმა გადააჭარბა ჩინეთში ევროპული მანქანების ექსპორტს. ამის შესახებ წერს DPA, საკონსულტაციო კომპანიის EY კვლევაზე დაყრდნობით.

2025 წელს ევროკავშირიდან ჩინეთში ავტომობილების ექსპორტი 34%-ით შემცირდა და 16 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამავე პერიოდში ჩინეთიდან იმპორტი 8%-ით გაიზარდა და 22 მილიარდ ევროს მიაღწია.

გამონაკლისს წარმოადგენს გერმანია – მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ექსპორტი ჩინეთში კვლავ აღემატება იმპორტს, სხვაობა სწრაფად მცირდება. თუ 2022 წელს გერმანიამ ჩინეთში ავტომობილები და ავტონაწილები დაახლოებით 30 მილიარდი ევროს ღირებულებით გაიტანა, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 13,6 მილიარდ ევრომდე შემცირდა.

იმპორტი კი, პირიქით, მნიშვნელოვნად გაიზარდა – იმავე პერიოდში ჩინეთიდან გერმანიაში შემოტანილი პროდუქციის ღირებულება დაახლოებით ორი მესამედით გაიზარდა და 7,4 მილიარდ ევროს მიაღწია.

ექსპერტების პროგნოზით, თუ ტენდენცია შენარჩუნდება, უკვე 2026 წელს გერმანიის იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები ერთმანეთს გაუტოლდება.

ამასთან, გერმანიის მსხვილი ავტოკომპანიები – Volkswagen, Mercedes-Benz და BMW, ჯერჯერობით წარმატებით ინარჩუნებენ პოზიციებს შიდა ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები