LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Facebook-ზე გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა და სხვადასხვა პირებს თანხის სესხებას სთხოვდა“ – დაკავებულს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

174
dakaveba

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა.

„ბრალდებული ი.ო. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების განცხადებით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/1085

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ოთხშაბათი, 19 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g