ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დღეში 10 ათასი ნაბიჯი უკეთესი ჯანმრთელობის, დაბალი წონის და ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღებია. თუმცა, დღეში 10 ათასი ნაბიჯის გადადგმა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ. მეცნიერებმა ჩაატარეს ახალი კვლევა და ხანგრძლივი სიცოცხლე განსხვავებულ კარდიო აქტივობას დაუკავშირეს.
ჯანმრთელი სიცოცხლისთვის ნაკლები სიარულიც საკმარისია.
თუკი გსურთ, რომ ორგანიზმი გააჯანსაღოთ, ნაბიჯების თვლის სხვა მეთოდს უნდა მიმართოთ.
როგორც ამერიკულ გამოცემა Eat This, Not ThaT!-ში გამოქვეყნებული 2021 წლის კვლევიდან ირკვევა, დღეში 7 ათასი ნაბიჯი ნაადრევი სიკვდილის რისკს 70%-ით ამცირებს. ამას ადასტურებს ექსპერიმენტი რომელში 2 110 ადამიანს 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მთავარია ნაბიჯების რაოდენობა და არა მათი ინტენსიურობა.
მაღალი ინტენსიურობის ვარჯიში შესაძლოა დიდ სიამოვნებას განიჭებდეთ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ორგანიზმისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს – ირბენთ თუ უბრალოდ ისეირნებთ. მთავარია სიარულს საკმარისი დრო დაუთმოთ, რამეთუ დღეში 4 ათასი ან უფრო ნაკლები ნაბიჯი ჯანმრთელობის რისკებთანაა დაკავშირებული.