LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ 12Cilindri-ს სუპერქარები ფანჯრების გამო უკან გაიწვია

126
1098x1098

კომპანია Ferrari იძულებულია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 80 სუპერქარი უკან გაიწვიოს. მიზეზი უკავშირდება უკანა და გვერდითა ფანჯრებს, რომლებიც ნორმაზე მეტად არის დაბნელებული.

როგორც გამოცემა Carscoops წერს, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, მინების სინათლის გამტარობა მინიმუმ 70% უნდა იყოს. თუმცა ამ მოდელზე ისინი უფრო მუქი აღმოჩნდა – კომპანიამ ბაზრის სპეციფიკა სათანადოდ ვერ გაითვალისწინა.

პრობლემის გამოსასწორებლად დილერებს გადაეგზავნებათ ახალი მინების კომპლექტები, რომლებიც ავტომობილებზე უფასოდ შეიცვლება. მფლობელები შეტყობინებებს 15 მაისიდან მიიღებენ.

გაწვევის ქვეშ მოხვდა 80 ავტომობილი, რომლებიც გამოშვებულია 2024 წლის 4 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ნოემბრამდე. ცნობილია, რომ პრობლემა ყველა იმ მანქანას ეხება, რომელიც აშშ-ში გაიგზავნა, თუმცა ამ დრომდე არც საჩივრები და არც ინციდენტები დაფიქსირებული არ არის. ქარხანაში შეცდომა უკვე გამოსწორებულია.

Ferrari 12Cilindri პირველად 2024 წლის მაისში წარადგინეს, როგორც Ferrari 812 Superfast-ის შემცვლელი. იგი აღჭურვილია 6.5 ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 2.9 წამში ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები