ჯენიფერ ლოპესი მომავალი კინოდაჯილდოებების ნომინანტთა შორის მოიაზრება.
საქმე ისაა, რომ 10 ოქტომბერს მისი მონაწილეობით მანუელ პუიგის 1979 წლის ნოველისა და მასზე დაფუძნებული 90-იანი წლების ბროდვეის გახმაურებული მიუზიკლის – Kiss of the Spider Women ეკრანიზაცია გამოდის.
აღსანიშნავია, რომ ფილმში შესრულებული როლით, მან კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მათი თქმით, ბილ კონდონის ნამუშევარში, ჯენიფერ ლოპესი შეუდარებელია, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა პრესტიჟული კინომოვლენების, მათ შორის ,,ოსკარის” ნომინანტი გახდეს.
მოარული ხმების თანახმად, ლოპესს ,,ოსკარზე” ,,საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში” წარადგენენ.
იმ შემთხვევაში თუ პროგნოზები გამართლდა მისთვის ეს ,,ოსკარის” პირველი ნომინაცია იქნება.
საგულისხმოა, რომ კადრებში ლოპესის ცნობა, მართლაც შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, ეს როლი მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური გამოცდილება იყო.
,,როლი, რომლისთვისაც ჯენიფერ ლოპესი დაიბადა” – ფილმის Kiss of the Spider Woman თრეილერი გამოვიდა
შეგახსენებთ, რომ კინოსურათში – ,,ქალი-ობობას კოცნა” მოვლენები 1981 წელს, არგენტინის ციხეში, ბინძური ომის დროს ვითარდება და ორი თანამესაკნის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთი პატიმარი რეალობისგან გაქცევისთვის იგონებს ჰოლივუდის ვარსკვლავს, ინგრიდ ლუნას (ჯენიფერ ლოპესი), რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლდება როგორც მომაჯადოებელი „ქალი-ობობა”. ფილმი აერთიანებს ციხის მკაცრ რეალობას და ფერადოვან მუსიკალურ სცენებს, რომლებშიც სიმღერებს თვით ლოპესი ასრულებს.