ამერიკული ავტო კონცერნი Ford გეგმავს გამოუშვას ხელმისაწვდომი ელექტროქარი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Tesla-ს საწყის მოდელებს, მათ შორის კროსოვერს Tesla Model Y-ის. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ახალი ელექტრო კროსოვერი შეიძლება აშენდეს იმავე პლატფორმაზე, რომელსაც Ford-ი მსუბუქი ელექტრო პიკაპებისთვის ამზადებს. ეს უნივერსალური არქიტექტურა კომპანიას საშუალებას მისცემს შექმნას სხვადასხვა ტიპის ავტომობილები – კომპაქტური კროსოვერებიდან დაწყებული ფურგონებითა და SUV-ებით დამთავრებული.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, Ford ელექტრიფიკაციას გრძელვადიან სტრატეგიად განიხილავს. კომპანია გეგმავს, რომ მომავალში თითქმის ყველა მოდელს ჰიბრიდული ვერსიაც ჰქონდეს. მათ შორის არის ლეგენდარული Ford Bronco, რომლის ბენზო-ელექტრული ვარიანტი სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს Jeep Wrangler-ის ჰიბრიდულ მოდელს.
რაც შეეხება ახალ ელექტროკროსოვერს, მისი ბაზარზე გამოჩენა 2027 წლის ბოლოს ან 2028 წელს არის მოსალოდნელი.
ექსპერტების შეფასებით, ასეთი მოდელი Ford-ს საშუალებას მისცემს გააძლიეროს პოზიციები ელექტრომობილების ბაზარზე, სადაც ფასის ფაქტორი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ხდება.