LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა თითქმის 440 ათასი ავტომობილი უკან გაიწვია

106
Ford-Exp-Feb24261-1536x864

Ford Motor Company-მ 412 774 ერთეული Ford Explorer-ის და 24 690 ჰიბრიდული Ford Escape-ისა და Lincoln Corsair-ის გაწვევა გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Carscoops ავრცელებს, რომელიც ეყრდნობა National Highway Traffic Safety Administration-ის (NHTSA) მონაცემებს.

2017–2019 წლებში გამოშვებულ Explorer-ებზე უკანა საკიდარში დეფექტური დეტალი იყო დაყენებული. არსებობს რისკი, რომ ეს დეტალი გატყდეს, რაც მოძრაობისას მართვის სრულ დაკარგვას და სერიოზულ ავარიას გამოიწვევს. მძღოლს პრობლემის ამოცნობა წინასწარ შეუძლია უკანა ნაწილში გაჩენილი კაკუნის ან გზაზე ქცევის გაუარესების მიხედვით.

კომპანიის ცნობით, დაფიქსირებულია ორი ავარია, რომლებიც შესაძლოა ამ დეფექტს უკავშირდებოდეს – ორივე შემთხვევაში ავტომობილი გზის დამცავ ბარიერს შეეჯახა. საბედნიეროდ, დაშავებულები არ ყოფილან. მფლობელებს დილერებთან მიმართვა და დეტალის უფასოდ, გაუმჯობესებული კონსტრუქციის ელემენტით შეცვლა მოუწევთ.

გარდა ამისა, Ford-მა გამოაცხადა 2023-2025 წლების ჰიბრიდული Escape-ებისა და 2023–2026 წლების Corsair-ების გაწვევა. აღნიშნულ მოდელებზე მფლობელებს ურჩევენ, ელემენტი 80%-ზე მეტად არ დამუხტონ. ერთ ან რამდენიმე მაღალი ძაბვის ელემენტში წარმოების დეფექტმა შესაძლოა მოკლე ჩართვა და ხანძარიც კი გამოიწვიოს. პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად კომპანია ჯერ კიდევ მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები