LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang Mach-E-ის წინა საბარგულისთვის დამატებით გადასახადს ითხოვენ

105
ქირიას NEWS შაბლონი (3)

კომპანია Ford Motor Company-მა ელექტრო კროსოვერ Ford Mustang Mach-E-ის ფასები განაახლა. ამიერიდან მყიდველებს წინა საბარგულით სარგებლობისთვის დამატებით 495 დოლარის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას Car and Driver ავრცელებს.

ფიზიკურად წინა საბარგული ავტომობილის ყველა ვერსიას აქვს და კონსტრუქციულად გათვალისწინებულია, თუმცა მისი გამოყენება მცირე ტვირთის გადასაზიდად მხოლოდ დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ოფცია „frunk“ კონფიგურატორში „გარე ოფციების“ განყოფილებაშია დამატებული – ტალახისგან დამცავებთან, ბამპერის დამცავებთან, საბურავის ტუმბოს კომპლექტსა და წინა ნომრის სამაგრთან ერთად. მისი ღირებულება 495 დოლარია.

ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტა „გამოწერის“ მოდელს ჰგავს – მყიდველს სთავაზობენ გადაიხადოს იმ ფუნქციის გამოყენებისთვის, რომელიც ავტომობილში უკვე ფიზიკურად არსებობს. როგორ შეხვდებიან ამ გადაწყვეტილებას პოტენციური კლიენტები, ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ინიციატივა კრიტიკას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები