LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Hi Tech » გვერდი 134

Hi Tech

საზღვარზე გავლა პასპორტისა და სხვა დოკუმენტების გარეშე შესაძლებელი იქნება

სულ მალე, აშშ-ის აეროპორტებში სახის ამომცნობი სისტემის ტესტირება დაიწყება. პირველად ამ სიახლის შემოღება ავიაკომპანია JetBlue Airways-მა გადაწყვიტა, რომელიც სასაზღვრო სამსახურთან და მესაზღვრე პატრულთან ითანამშრომლებს.

Apple-მა უსადენო კლავიატურის ახალი ვერსია წარმოადგინა

Apple-მა უსადენო კლავიატურის - Magic Keyboard ახალი ვერსია წარმოადგინა. განახლებულ კლავიატურას ციფრების სასარგებლო პანელი მოჰყვება, ამას გარდა იქვე არის კლავიატურის დამატებით განყოფილება დოკუმენტების სწრაფი ნავიგაციისთვის და სპეციალური ღილაკები თამაშისთვის.

რა უნდა გააკეთოთ თუ iPhone დაგისველდათ – სპეციალისტების რჩევები

კომპანია Apple-ის წარმომადგენლების გაცხადებით, მათი სმარტფონების წყლისგან გადარჩენა სრულიად შესაძლებელია. საჭიროა უბრალოდ პირველ წუთებში სწორი რეაგირება, ამის შემდეგ მოწყობილობების 80%-ს გადარჩენის შანსი აქვს.

iPhone 8-ის პარალელურად შემოდგომაზე Galaxy S8 და LG G6 გამოვა

კომპანია Apple ახალი სმარტფონის გამოშვებას სექტემბერში გეგმავს, ეს ფაქტი კი გაჯეტების ბაზარზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ცნობილია, რომ iPhone-ის გარდა, ამავე პერიოდში საკუთარი სიახლეების წარმოჩენას Samsung და LG გეგმავენ.

სათვალე, რომელიც უძილობას წამლების გარეშე ებრძვის

კომპანია Sana Health-ის თანამშრომლებმა შექმნეს სპეციალური სათვალე, რომელიც ადამიანს დაძინებაში წამლების გარეშე დაეხმარება. შედეგი იგივეა, რაც საძილე საშუალებების მიღების დროს.

ევერესტზე Wi-Fi გაჩნდა

ამიერიდან, ევერესტზე დაჩექინება შეგეძლებათ, რადგან მსოფლიოს უმაღლეს მწვევრვალზე უფასო Wi-Fi გაჩნდა. მთის დაპყრობის მოყვარულთათვის ამიერიდან დედამიწელებთან კონტაქტი გამარტივდება და სიახლე ბუნებრივია, ბევრის სიცოცხლეს გადაარჩენს. აქამდე ეს ყველაფერი წერილის საშუალებით იყო შესაძლებელი, რომელსაც ვერტმფრენს ატანდნენ.

ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი წარმოების პლანშეტს დაამზადებენ

ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი წარმოების iPad-ებს დაამზადებენ. ამ საქმიანობით კომპანია Myohyang IT Company დაკავდება, რომელმაც პირველი პარტია უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიახლე ორიგინალისგან არ განსხვავდება და მას სახელწოდებაც მსგავსი - Ryonghung IPad მიანიჭეს.

შალითა სპინერით – სიახლე iPhone 7-ისა და 7 Plus-ის მფლობელებისთვის

კომპანიამ Olixar შექმნა iPhone 7-ისა და 7 Plus-ის შალითა სპინერით. სიახლის კორპუსი პლასტიკისაა და მასზე არსებულ სპეციალურ სამაგრზე მაგრდება სპინერი. მისი გამოერთება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, რათა სათამაშომ სმარტფონი მოცულობაში არ გაზარდოს.

წლის ბოლომდე Nokia 3, 5 და 6 ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება

საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც Nokia-მ ახალი სმარტფონები წარადგინა, თუმცა ამ დრომდე გაყიდვაში მხოლოდ Nokia 6 გამოვიდა. რამდენიმე ქვეყანაში Nokia 3-ზე, 5-სა და 6-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება ცოტა ხნის წინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე მათი შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელი იქნება.

Apple-ის პარტნიორებმა ახალ iPhone-ზე ისაუბრეს

კომპანია TSMC-მა, რომელიც iPhone-ის პროცესორების წარმოებით არის დაკავებული, დაადასტურა ინფორმაცია Apple-ის ახალი სმარტფონის შესახებ, სადაც საუბარია თითის ანაბეჭდის სკანერის შესახებ.

Samsung-მა დახვეწილი ნოუთბუქი წარმოადგინა

Computex 2017-ის გამოფენაზე, ახალი ნოუთბუქი Samsung Notebook 9 Pro წარმოადგინა. სიახლე ორ ვერსიად - 13,3 და 15,6 დიუიმიანი ეკრანით არის ხელმისაწვდომი, მისი სისქე მხოლოდ 17 მილიმეტრს წარმოადგენს და 1,7 კილოგრამს იწონის.

Asus-მა ულტრა თხელი ნოუთბუქი შექმნა

კომპანია Asus-მა ახალი ნოუთბუქი ZenBook Pro დააანონსა. სიახლეს მთლიანად ალუმინის კორპუსი აქვს და ულტრა თხელია - მისი სისქე მხოლოდ 18,9 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 1,8 კილოგრამს. ამ მაჩვენებლით ის ერთ-ერთ კომფორტულ მოწყობილობადაც სახელდება.