LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აცადე კაცს მუშაობა!“ – ჯეი ლო ბენს ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე ყოველ დღე აკითხავს

712
page

ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, ლოს-ანჯელესში, ფილმის Nike გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს, რომელშიც მთავარ როლებს ბენ აფლეკი და მისი საუკეთესო მეგობარი, მეტ დეიმონი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი თავად ბენია.

აქ რა ვითარებაა? – თინეიჯერულად აცანცარებულ ბენ აფლეკს და მეტ დეიმონს ჯეი ლო „დაადგა თავზე“

49 წლის აფლეკის საცოლე, ჯენიფერ ლოპესი გადასაღებ მოედანზე საყვარელ მამაკაცს ხშირად სტუმრობს. ფაქტობრივად ის ყოველ დღე ესწრება ფილმის გადაღებებს. ამჯერად წყვილი პაპარაცებმა ვნებიანი კოცნის დროს გადაიღეს. ბენი და ჯენი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და აუღელვებლად სეირნობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბენი სულაც არ არის წინააღმდეგი საყვარელი ქალის გარემოცვაში იმუშაოს, ინტერნეტსივრცეში ლოპესს მაინც აკრიტიკებენ.

„აცადე კაცს მუშაობა!“, „ნუ აცდენ ბენს“, „ერთი დღე მაინც გაატარეთ ერთმანეთის გარეშე“, – წერენ კომენტარებში.

დაჩქარებული წესით მანქანაში – „ბენიფერის“ მორიგი თინეიჯერული ტრფიალი

დიდი შეხვედრა – „ბენიფერის“ მორიგი დაუფარავი გრძნობები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები