რამდენიმე დღის წინ, ჰემპტონში მილიარდერ, მაიკლ რუბინის მიერ დაარსებული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა მიიპყრეს, მათ თან ბენის უფროსი ქალიშვილი, ვაიოლეტი ახლდათ.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის ვაიოლეტი დედას, ჯენიფერ გარნერს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. საზოგადოების ნაწილს, გოგონა ბენის ყოფილი ცოლი ეგონა და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ ბენს გვერდს ჯენიფერ ლოპესი უმშვენებდა და ამ დროს გოგონასთან ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდა.
„აქ რა ხდება, ბენი ორ ჯენიფერთან ერთად გამოჩნდა?“, „დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს“, „ასეთი მსგავსება ჯერ არასდროს მინახავს“, – წერენ კომენტარებში.