LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა ვხედავდე, როგორ იქცა ჩემი ოჯახის წევრი მემედ“ – ჯენიფერ გარნერი ბენ აფლეკზე ალაპარაკდა

769
page

მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ჯეი ლო და ბენი გამოჩნდნენ, აფლეკის „მემეებმა“ ინტერნეტსივრცე მოცვა. „მუდამ უკმაყოფილო ან მუდამ სევდიანი“ – ასე აფასებს საზოგადოება ბენის გამომეტყველებას.

„ვერც ჯეი ლომ უშველა… მარტოხელა მგელი“ – ბენ აფლეკს კვლავ უჟმურობის ჟამი დაუდგა

ახლახან, აფლეკის ყოფილმა ცოლმა, ჯენიფერ გარნერმა გამოცემა Stellar-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მედიაში განთავსებულ სიახლეებს საერთოდ არ ეცნობა. მას არ სიამოვნებს საკუთარ თავსა და ახლობლებზე გავრცელებული სიახლეების მოსმენაც. ჟურნალისტმა მას ბენ აფლეკის გახმაურებულ „მემეებზეც“ დაუსვა შეკითხვა:

„მისი მემეები არ მინახავს, ზოგადად მაქსიმალურად ვცდილობ, სიახლეებს არ გავეცნო, როგორი ხასიათისაც არ უნდა იყოს ის. მე ნამდვილად არ მინდა ვხედავდე, თუ როგორ იქცა ჩემი ოჯახის წევრი მემედ“, – აცხადებს გარნერი, რომელსაც ბენთან სამი შვილი ჰყავს და მასთან კვლავინდებურად მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ჯეი ლო უახლეს ინტერვიუში ბენ აფლეკის ყოფილ ცოლზე, ჯენიფერ გარნერზე ალაპარაკდა

„ჯენიფერ გარნერთად განქორწინებამ მე უკეთეს მსახიობად მაქცია“ – მიტოვებული ბენ აფლეკის ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები