LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერც ჯეი ლომ უშველა… მარტოხელა მგელი“ – ბენ აფლეკს კვლავ უჟმურობის ჟამი დაუდგა

8832
Untitled.pngRERERE

50 წლის ოსკაროსანი მსახიობის, ბენ აფლეკის რთული ხასიათის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია. განსაკუთრებული ყურადღება ბენის ქცევამ მაშინ დაიმსახურა, როცა ის მეუღლესთან, ჯენიფერ ლოპესთან ერთად, „გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გადაიღეს, ის დარბაზში უკმაყოფილო სახით იჯდა.

„რას ეუბნება ბენი ჯეი ლოს?!“ – „ბენიფერის“ ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ამჯერად აფლეკი ლოს-ანჯელესში გადაიღეს. როგორც ჩანს, მის მერსედესის მარკის მანქანას პრობლემები შეექმნა. ბენი უჟმური სახით ბოლთას სცემდა და ევაკუატორის მოსვლას ელდა. ფოტოებმა უამრავი სახალისო კომენტარები გამოიწვია.

„ვერც ჯეი ლომ უშველა“, „აშკარად დეპრესია აქვს“ „სულ ასეთი სახე რატომ აქვს?“ „მარტოხელა მგელი“, – წერენ კომენტარებში.

„ჯეი ლო უკმაყოფილოა!“ – „ყინულის დედოფალმა“ ბენი დატუქსა

„ბენიფერმა“ „ვალენტინობაზე“ ერთნაირი ტატუ გაიკეთა – ჯეი ლო ფოტოების სერია ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები