კრიშტიანო რონალდო თავის დიდ ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში იმყოფება. ფეხბურთელი ახლა „ალ-ნასრის“ გუნდში თამაშობს, მისი საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი კი აგრძელებს საზოგადოების აღფრთოვანებას გლამურული „ლუქებითა“ და ძვირად ღირებული სამკაულებით.
ამჯერად 28 წლის ლამაზმანი ერ-რიადში გამართულ, Joy Awards-ს დაესწრო. წითელ ხალიჩაზე როდრიგესი საოცარი იმიჯით გამოჩნდა. მას Ali Karoui-ის ხავერდის, ლურჯი კაბა ამშვენებდა, აღნიშნულ „ლუქს“ ჯორჯიანამ ხელთათმანები, აღმოსავლური სტილის თავსაფარი და ბრილიანტის ყელსაბამი შეუხამა.
„ნამდვილი არაბეთის პრინცესა ხარ“, „ეს ყველაზე ლამაზი ლუქია“, „არაბეთს უხდები“, – წერენ კომენტარებში.
აი, ასე ერთობა რონალდოს ოჯახი საუდის არაბეთში – ჯორჯიანა როდრიგესი ფოტოების სერიას ავრცელებს