LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის ვხვდები!“ – ანჯელინა ჯოლის საოცარი ფოტოსესია და ინტერვიუ, სადაც მსახიობი აცხადებს, რომ კინოკარიერის მიტოვება და კამბოჯაში გადასახლება სურს

246
page

ანჯელინა ჯოლი გამოცემა WSJ-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად ჰაეროვანია. შავ-თეთრ ფოტოებში 48 წლის ჯოლიმ სადა, ვინტაჟური სამოსი მოირგო. ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა. მსახიობი აცხადებს, რომ არავის ხვდება და მარტო ყოფნა ურჩევნია.

„განქორწინების შემდეგ, მე დავკარგე საშუალება თავისუფლად მეცხოვრა და შეზღუდვების გარეშე მემოგზაურა. მინდა გითხრათ, რომ ჰოლივუდი ჩემთვის საცხოვრებლად ჯანსაღი ადგილი სულაც არ არის“, – აცხადებს ჯოლი.

მისი თქმით, მას კინო კარიერის მიტოვება სურს და ერთხელაც აზიაში,  კერძოდ კი კამბოჯაში გადავა შვილებთან ერთად საცხოვრებლად.

ცნობისთვის, ახლა ანჯელინა მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში „მარიაში“ იღებს მონაწილეობას, ის ლეგენდარული ბერძენი არტისტის როლს ასრულებს. გადაღებები პარიზში, ბუდაპეშტსა და ათენში მიმდინარეობს. თუ როდის იხილავს ფილმი დღის შუქს, ჯერჯერობით უცნობია.

მოდის ექსპერტები ანჯელინა ჯოლის „ლუქებს“ უმაღლეს შეფასებას აძლევენ – თვალწარმტაცი ფოტოები „მარიას“ გადაღებებიდან

„ამას ის წლების მანძილზე აკეთებდა“ – ბრედ პიტის ადა ანჯელინა ჯოლის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა

„მოვა დრო და მსოფლიო სიმართლეს გაიგებს” – ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ვაჟმა მამას მსოფლიო დონის ნაძირალა უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები