51 წლის პოპ-ვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის გარეგნობის შესახებ მუდამ საუბრობენ, მას ასაკი არ ეტყობა და რაც დრო გადის, უფროდაუფრო მიმზიდველი ხდება. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და ბოტოქსის ინექციას რეგულარულად იკეთებს, თუმცა ამას არტისტი კატეგორიულად უარყოფს.
რამდენიმე დღის წინ ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომლეშიც საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის, JLo Beauty სახის ნიღაბს უწევს რეკომენდაციას. პოსტის კომენტარებში არაეთმა გამომწერმა დაწერა, რომ ის საზოგადიოებას ატყუებს, რადგან სახეზე ბოტოქსის ინექციის კვალი აშკარად ეტყობა.
„საუბრის დროს შუბლი არ გიმოძრავებს და გაშეშებული მიმიკა გაქვს“, – დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.
ამის შემდეგ ჯეი ლომ საკუთარ პოსტზე თავად დააკომენტარა და ბრალდებას უპასუხა:
„ეს ჩემი ბუნებრივი სახეა, საკმარისია ჩემი ტყუილში დადანაშაულება, მემილიონედ ვამბობ, არც ბოტოქსი გამიკეთებია და არც პლასტიკური ოპერაცია. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ნუ გაფლანგავთ დროს იმის მცდელობაში, რომ სხვები დაამციროთ, ეს ყველაფერი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“, – დაწერა არტისტმა.