LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი „ბარბი“ ჯერ არავის ახსოვს – 33 წლის მარგო რობი ავსტრალიური ჟურნალის გარეკანზე

247
მარგო-რობი

მთელი მსოფლიო ახლა გრეტა გერვიგის ახალი ფილმის, „ბარბის“ მოლოდინშია, სადაც მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს. ოსკარზე ნომინირებული ვარსკვლავისთვის ეს წელი განსაკუთრებული იქნება. კინოკრიტიკოსები მის ახალ როლზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ამჯერად მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიური გამოცემა „ვესის“ ახალ ფოტოსესიაში. მარგო ჟურნალის აგვისტოს ნომრის გარეკანზე ულამაზეს წითელ კაბაში ბრწყინავს. ასევე ვარსკვლავის ხილვა გამჭვირვალე კაბებსა და ტოპებში არის შესაძლებელი.

მედიაში წერენ იმასაც, რომ 33 წლის არტისტს ახალი როლისთვის გარდასახვა მოუწია. მას რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც დასჭირდა, მაგრამ ჩარევა იმდენად მინიმალური იყო, რომ დეტალების გარჩევა რთულია.

ფაქტია, რომ ფილმსა და წითელ ხალიჩაზე, მარგო შეუდარებელია.

მარგო რობი „ვივიენ ვესტვუდის“ მიერ შექმნილ „ბარბის“ ვარდისფერ კაბაში ლონდონურ პრემიერაზე

„ბარბი“ და „კენი“ მსოფლიოს იპყრობენ – მარგო რობისა და რაიან გოსლინგის უახლესი ფოტოები

მარგო რობი „ბარბის“ საკულტო კაბით ფილმის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები