LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვერმოშვებული, სასოწარკვეთილი და „ფასტ ფუდ-დამოკიდებული“ – ბენ აფლეკის დიდი დეპრესია გრძელდება

4462
page

გასულ თვეს მთელი დასავლური მედია 48 წლის ბენ აფლეკისა და 32 წლის ანა დე არმასის დაშორების შესახებ საუბრობდა. მიზეზი ბენის პირადი ცხოვრება გახდა. ანას აღარ სურდა ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ.

როგორც ჩანს, მარტოდ დარჩენილი ბენის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ის სახლიდან უკვე 2 კვირაა არ გამოსულა. მსახიობი  პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც წვერმოშვებული და დაღონებული სახით სახლის კართან იდგა.  მსახიობი კვლავ „ფასტ ფუდით“ იკვებება. მას ხელში „დანქინ დონათსის“ პაკეტი ეჭირა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ თუკი ბენს შეყვარებული არ დაუბრუნდება, ის ქალებზე უარს სამუდამოდ იტყვის. აღნიშნული ინფორმაცია ინსაიდერმა გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები