ბიბი რექსამ დუა ლიპასთან, რიტა ორასთან და ეივა მექსთან კოლაბორაციის სურვილი გამოთქვა. 29 წლის შემსრულებელმა თაყვანისმცემლებს სამომავლო გეგმის შესახებ ,,ტვიტერით” აცნობა.
,,მინდა ვითანამშრომლო”, – დატვიტა სოციალურ ქსელში ამერიკელმა მომღერალმა, რომელზეც ახალგაზრდა კოლეგები მონიშნა.
I want a collab @DUALIPA @RitaOra @avamax 🔴⚫️
— Bebe Rexha (@BebeRexha) January 28, 2019
აღსანიშნავია, რომ ,,გრემიზე” ნომინირებულ მუსიკოსს გოგონები მალევე გამოეხმაურნნენ. გაირკვა, რომ ისინი კოლაბორაციის მომხრეები თავადაც არიან.
შეგახსენებთ, რომ ბიბი რექსას რიტა ორასთან აქამდეც უთანამშრომლია. მათ ქარდი ბისთან და ჩარლი XCX-თან ერთად გასულ წელს Girls გამოუშვეს, რომელიც ბრიტანელი მომღერლის მეორე სტუდიურ ალბომში Phoenix შედის.


