შაკირას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, მისი ყოფილი პარტნიორი, ჟერარ პიკე ახალ სკანდალში ეხვევა. ახლახან, ფეხბურთელის ინტერვიუ გავრცელდა. სადაც ის ყოფილ პარტნიორსა და მისი გულშემატკივრების არმიას აუგად მოიხსენიებს.
„ჩემი ყოფილი, ლათინოამერიკელია… თქვენ არც კი იცით, მისი ველური გულშემატკივრებისგან რამხელა სიძულვილი მოდის ჩემს მიმართ, მაგრამ სულერთია, მე ხომ მათ არ ვიცნობ, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არც კი ვაქცევ. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება ამას?! რაც შეეხება სიმღერას, ეს მომღერლის პრეროგატივაა, ეს ნორმალურია, უბრალოდ მოდაა ახლა ასეთი“, – აცხადებს პიკე.
აღნიშნულ სიტყვებს დიდი სკანდალი მოჰყვა. ჟერარ პიკეს საზოგადოება ქსენოფობიაში ადანაშაულებს.
როგორ ემსგავსება 24 წლის კლარა ჩია მარტი 46 წლის შაკირას – უახლესი ფოტოები
„შაკირამ წერილი მიიღო…“ – ჟერარ პიკეს მშობლებმა შაკირა და მისი დედ-მამა სახლიდან გაასახლეს